FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  11

სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები.
1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულ დაწესებულებაში მელოგინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლის შესახებ მისი შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების და გაპარვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.