Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ article 12 სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში. სამინისტრო: ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას; ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება; გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას; დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ; ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას; ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას; ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას; თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით; |
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ article 12 ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. |