FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  34

ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები. 1. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან. 2 . ნარკომანიით დაავადებულ პირს , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებელს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში , გა ნ ცხადებულად , კონფიდენციალურად ან ანონიმურად , ნებაყოფლობით . არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  34

3 . ნარკომანიით დაავადებული პირის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია , გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა , სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა , აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  34

4 . ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახეებია :
    ა ) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ;
    ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობა. 6 . ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის გამოკვლევის, შემოწმების, ექსპერტიზის, დიაგნოსტირების, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №918– ვებგვერდი, 02.07.2025წ.