FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ

article  12

საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა. 1.  საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. (ამოღებულია - 02.04.2025, №428); 6. საქართველოს მთავრობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. ამ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.