Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგოეფექტურობის შესახებ article 11 დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 11 ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 11 პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა). 1. ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე. 2. პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები: ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. 3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეესგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების განხორციელების, თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებს და შესაბამის მტკიცებულებებს; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 11 4. პლატფორმის ფორმატი განისაზღვრება და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესი მტკიცდება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. იგი უნდა მოიცავდეს: ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი მონაცემების ფორმას; დ) ინფორმაციას ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, მათი მიზნების და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური მეთოდების შესახებ; ე) ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურებს. |