Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 8 განათლება. 1. სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. |