FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  97

სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები.
1. ენერგეტიკულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების განმსაზღვრელი ნორმები ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის კრიტერიუმების დაცვით უნდა განსაზღვრავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის შენახვისა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მშენებლობის, ოპერირებისა და უსაფრთხოების წესებსა და პირობებს, მათ შორის, აუცილებელ ტექნიკურ სტანდარტებსა და საოპერაციო და ტექნიკურ სპეციფიკაციასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ენერგეტიკული მოწყობილობები და აღჭურვილობა, აგრეთვე ურთიერთდამაკავშირებლები და პირდაპირი ხაზები სისტემების ურთიერთთავსებადობის მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  97

3. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ მოწყობილობებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები და ფუნქციონირების წესები (ტექნიკური რეგლამენტები), მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისას საქართველოს მთავრობა მხედველობაში იღებს ევროპის კავშირის ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებს.
4. ორი ადგილობრივი ან ურთიერთდაკავშირებული სისტემის ურთიერთთავსებადობის მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტებითა და შესაბამისი ქსელის წესებით.