Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 124 საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლა. 1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. 2. საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც ამ მოგებაზე საქართველოში იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით. |