Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 31 1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას. 2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს. 4. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის, ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. |