Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მედიაციის შესახებ article 8 მედიაციის წარმართვა. 1. მედიაციის დაწყებამდე მედიატორმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესზე, რომელიც ამ კანონით არ არის დადგენილი. 3. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიაციის წარმართვის წესს განსაზღვრავს მედიატორი დავის ეფექტიანად მოსაგვარებლად, მისი გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. 4. მედიაციის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკმარისი დროითა და შესაძლებლობით, რათა განსახილველ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ. |
მედიაციის შესახებ article 8 5. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 6. მედიატორმა მედიაციის წარმართვისას მხარეთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს. 7. მედიატორმა მედიაცია შეიძლება წარმართოს მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით. 8. მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის ეფექტიანად წარსამართავად მხარეებს მედიაციის მიმდინარეობისას შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 9. მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 10. მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. |