Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 69 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. 1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები; 2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციისთვის განკუთვნილი სხვა ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე. |
პენიტენციური კოდექსი article 69 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების შესახებ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 7. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, ვიდეოგადაღება. 8. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. |
პენიტენციური კოდექსი article 69 9. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ პირს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი. 10. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება. 11. სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |