FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  17

საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა.
1. საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში (აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა შესაბამისი სამსახურები.
2. საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.
3. საჰაერო ხომალდს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და საქართველოს საჰაერო სივრცეში სატრანზიტო გადაფრენისას ეკრძალება:
    ა) ისეთ აეროპორტში (აეროდრომზე/ვერტოდრომზე) დაფრენა ან ისეთი აეროპორტიდან (აეროდრომიდან/ვერტოდრომიდან) აფრენა, რომელიც საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი არ არის;
    ბ) ფრენა აკრძალულ რაიონებში, რის შესახებაც დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აკრძალული სხვა საქმიანობა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  17

4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო საჰაერო ხომალდის შემოსვლა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.