Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 194 რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა. 1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება; ე) (ამოღებულია – 17.06.2011, №4827); ვ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვა. 3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე − აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა. |