Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დიპლომატიური სამსახურის შესახებ article 4 დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები და პრინციპები. 1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია: ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა; ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე. 2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია: ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება; ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა; გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა; ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა; თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ი) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა. |
დიპლომატიური სამსახურის შესახებ article 4 3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას. 4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |