FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  118

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  118

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
5. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  118

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1-1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290-1 და 290-2 მუხლებით დადგენილი წესით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  118

4. პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.