Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 56 ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება. 1. საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები, რომლებიც საქმიანობენ ადგილობრივი დაშვების ქსელის საშუალებებით ბოლო მომხმარებლებისთვის ციფრული მაუწყებლობის მიწოდების სფეროში, ვალდებული არიან იმგვარად უზრუნველყონ თავიანთი ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, რომ შეძლონ ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების გადაცემა და პროგრამების განაწილება (დისტრიბუცია). 2. ციფრული მაუწყებლობის მიმწოდებელი ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების ბოლო მომხმარებლისთვის ტრანზიტულად განაწილებას (დისტრიბუციას), ვალდებულია სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ქსელის ტექნიკური საშუალებების მახასიათებლები და ფართოფორმატიანი სატელევიზიო პროგრამების ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება ფორმატის შენარჩუნებით. |