Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 23 ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება. 1. დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიწოდებას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად. 2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. |