Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 13
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 თვისა უზრუნველყოს: ა) სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საბჭოს დებულების დამტკიცება და საბჭოს წევრთა კანდიდატურების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; დ) სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა უზრუნველყოს კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 4. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს რეესტრის წარმოება. აღნიშნულ თარიღამდე ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აგრეთვე არარეგისტრირებულ, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს უფლება აქვთ, აუდიტორული მომსახურება ამ კანონით განსაზღვრულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განახორციელონ. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს რეესტრთან დაკავშირებული სავალდებულო და არასავალდებულო მონაცემები. 5. სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრა. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება. 7. ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებდნენ აუდიტს, უფლებამოსილი არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგინონ სამსახურს. სამსახურმა 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად. 8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოებმა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა; გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის თანახმად. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 9. აუდიტორული ფირმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან რომელმაც 2013 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი ან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, უფლებამოსილია სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა მიმართოს სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით. დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესს ადგენს სამსახური. მინიჭებული დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე და მოქმედებს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. სამსახური ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება უქმდება, თუ აღნიშნული უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. ამასთანავე, იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ ფირმებს, რომლებსაც ამ მუხლის საფუძველზე მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 10. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დადგენა. 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 11. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე მეოთხე კატეგორიის საწარმომ იხელმძღვანელოს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილებით. სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 12. სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება. მესამე კატეგორიის საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში. მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ ანგარიშგების იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენა, რომლისთვისაც ეს ამ კანონით არ ევალებათ. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 13. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელი, რომლის სერტიფიკატი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის, და ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ეთვლება, თუ იგი ამ კანონის ამოქმედებამდე აუდიტორულ მომსახურებას დამოუკიდებლად, აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით ახორციელებდა, რაც წერილობით დასტურდება. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 28 14. იმ პირს, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება სამსახურისთვის წარდგენილი, აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესს განსაზღვრავს სამსახური. 15. სამსახურმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მხოლოდ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართვის საფუძველზე, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან – სავალდებულო წესით. 16. 2016 წლის 1 ივნისიდან სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე გამოიყენება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და გამოცემული: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); |