Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 6 1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა 3 კატეგორიად. 2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს; ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა. 3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები. 4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში. |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 6 5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. მეორე და მესამე კატეგორიებისათვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების შემთხვევაში, მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების მოსაჭრელად შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია: ა) დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისაგან; |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 6 ბ) სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეებისაგან გამოთავისუფლების მიზნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების − აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდეგ. ამასთანავე, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს; დ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავების მიერ აშენებული კონსტრუქციის უშუალოდ დაზიანების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 6 7. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს თავის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებს, არ დააზიანოს ისინი და ხელი შეუწყოს მათ ზრდა-განვითარებას. საკომპენსაციო რგვის განხორციელებისას აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა სულ მცირე 2 წელია. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების სულ მცირე ორწლიანი ვადა ამ რგვის განხორციელების მომენტიდან ხელახლა აითვლება. ამასთანავე, მიწის მესაკუთრე/მიწით მოსარგებლე ვალდებულია წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს თავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის, აგრეთვე ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ. 8. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) სათანადო უფლებამოსილებისა და გამოცდილების მქონე პირი (პირები). საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 6 მუხლი 6-1 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ ორგანოს/სამსახურს, აგრეთვე ადგენს მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესსა და პირობებს. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი. |