Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროკურატურის შესახებ article 37 დათხოვნის საფუძვლები. 1. პროკურატურის თანამშრომელი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ: ა) პირადი განცხადებით; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება; გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარების გამო; დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; ვ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევის გამო; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო; ი) ინტერესთა ან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; კ) რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო; ლ) პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების ან სხვა შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო; მ) შეფასების შედეგად კომპეტენციის კრიტიკული ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო; |
პროკურატურის შესახებ article 37 ნ) შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობისას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში მიღებული უარყოფითი შედეგის გამო; ო) ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო; პ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო; ჟ) დისციპლინური წესით სახდელდადებულის მიერ ახალი გადაცდომის ჩადენის გამო; რ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო; ს) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; ტ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო; უ) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; ფ) საპენსიო ასაკის გამო; ფ-1) გარდაცვალების გამო; ქ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ანდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გამო. |
პროკურატურის შესახებ article 37 2. პროკურატურის თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს პროკურატურიდან შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას. |