FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  30

ძირითადი პროცედურული სტანდარტები.
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლოს.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება:
    ა) ჩვეულებრივი წესით;
    ბ) დაჩქარებული წესით;
    გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესით.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.
4. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული პროცედურა გრძელდება ამავე კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  30

5. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.