FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  6

უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი.
1. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულების მონიტორინგისა და განახლების მიზნით საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით იქმნება უწყებათაშორისი კომისია.
2. უწყებათაშორისი კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
    ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენის, ანალიზის, შეფასებისა და მართვის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით სათანადო მეთოდოლოგიის (შემდგომ – რისკების შეფასების მეთოდოლოგია) შემუშავება;
    ბ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (პროექტის მომზადება) კომპეტენტური ორგანოებისა და ანგარიშვალდებული პირების მონაწილეობით და უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა;
    გ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე პროექტის უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  6

დ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
    ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
    ვ) ანგარიშვალდებული პირისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება.
4. სამუშაო ჯგუფი უწყებათაშორის კომისიას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ.