Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 180 წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენა. 1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ადგენს წლიურ ანგარიშსა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად. 2. წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადების მოწონების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო მას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების გამოყენებაზე, მათ წმინდა მოგების გამოყენების შესახებ ორივე წინადადება უნდა გააცნონ საერთო კრებას და უნდა უზრუნველყონ საერთო კრების მიერ ალტერნატიულ წინადადებებს შორის არჩევანის გაკეთება. 3. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება წმინდა მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს სააქციო საზოგადოებას და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის შედგენის დროს. |