Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 21 ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები. 1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით. 2. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ობიექტზე გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობის ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. აღნიშნული შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. ამ ოქმის ასლი სპეციალური შენიშვნით/მითითებით (მისი არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 3. ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 21 4. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს. 6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 21 7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 8. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); 9. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); 10. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); 11. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); 12. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); 13. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრ ონული ფორმით. |