Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ლ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წარსული საქმიანობის შესახებ, კომერციული ბანკის ლიცენზირების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; მ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ნ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს; ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ უახლესი პერიოდის (კვარტალის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ისინი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის, შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) კორპორაციული მართვის დებულებას; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას. 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიზნესსტრატეგიას; ბ) ინფორმაციას კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ; გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო 3 წლისთვის; ე) ბიზნესთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 7. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 31 ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგება-ზარალის ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ; გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 9. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. 10. ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია. |