Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 18 1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |