Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 40 პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება. 1. მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის ან ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის შემთხვევაში ან ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის პირად საპენსიო ანგარიშზე რიცხული პენსია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების სრულად გათვალისწინებით. 2. საპენსიო სქემის ფარგლებში პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ მონაწილეს შეუძლია მიიღოს პენსია შემდეგი ფორმით: ა) ერთიანი გადახდით; ბ) პროგრამული გატანით; გ) ანუიტეტის ფორმით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი გადახდა გულისხმობს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის სრულად გადახდას. საპენსიო სქემის წესები შეიძლება ითვალისწინებდეს ერთიანი გადახდის თანხის ზღვრულ მოცულობას როგორც ნომინალური ფულადი ოდენობით, ისე საპენსიო დანაგროვის პროცენტული ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამული გატანა გულისხმობს პირადი საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდულ გატანას. საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის პროგრამული გატანის შესაბამისად განაწილების მეთოდოლოგიას. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 40 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანუიტეტის მიღება მონაწილეს შეუძლია მზღვეველთან გაფორმებული ანუიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე. 6. საპენსიო სქემის წესები უნდა ადგენდეს მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის იმ მინიმალურ ოდენობას, რომელიც აუცილებელია ანუიტეტის მისაღებად. 7. მზღვეველი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არეგისტრირებს საპენსიო სქემას, უფლებამოსილია საპენსიო სქემის მონაწილეებს შესთავაზოს ანუიტეტი ამავე საპენსიო სქემის ფარგლებში. 8. აქტივების მმართველმა კომპანიამ და საპენსიო კომპანიამ, რომელიც მონაწილეებს ანუიტეტს სთავაზობს, ანუიტეტის შეთავაზება უნდა განახორციელონ მხოლოდ მზღვეველთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 9. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია ვალდებული არიან მონაწილის საპენსიო ასაკის მოახლოებისას უზრუნველყონ მონაწილის სათანადო ინფორმირება მოახლოებული საპენსიო ასაკის შესახებ და მიაწოდონ მას მკაფიო ინფორმაცია პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და პენსიის მიღების ყველა შესაძლო ფორმის თაობაზე. |