Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 13058 არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება. 1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელ რომელიმე სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ხელშემკვრელი ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული/რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა დაკავებული. 2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი იმყოფება. |