FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  7

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  7

5. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახში სხვებთან თანასწორად ცხოვრების უფლებას. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზებისათვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მის ოჯახს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებითა და დახმარებით.
6. თუ ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში − შეუქმნას ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.