Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 52 ფრაქციის რეგისტრაცია. 1. ფრაქციას ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან. 2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისთვის ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 52 4. ფრაქციის რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 52 5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამის თაობაზე ფრაქცია, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რომელსაც გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, შემდეგ − პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის წარმომადგენელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რომელთაგან თითოეულს გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 5 წუთისა, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას. |