FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  57

უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.
1. თუ უცხოელი არ დატოვებს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიღებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე იძულებით აღსრულდება.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება (გარდა ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.