FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  96

გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა.
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით.
2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც:
    ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში;
    ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი;
    გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი.
3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  96

ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება;
    ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე 1 დღით ადრე მაინც.