FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები. .
    ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები. . .
    გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები. . . .
    დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები. . . . .
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:
    ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა);
    ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები. . . . . .
3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა:
    ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე;
    ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
    გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე.
4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:
    ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც;
    ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც;
    გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული.
5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:
    ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ;
    ბ) ცხოველი მარკირებულია.
6. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

9. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ:
    ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის;
    ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

10. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:
    ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული;
    ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები.
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის:
    ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  2611

7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.