Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მედიაციის შესახებ article 7 მედიაციის დაწყება. 1. მედიაციის დაწყების წინაპირობაა მედიაციის თაობაზე შეთანხმება ანდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემა. 2. მედიაცია იწყება მხარეთა ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიატორისათვის მიმართვის საფუძველზე ანდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შედეგად. 3. მედიაცია დაწყებულად მიიჩნევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მედიატორისათვის მიმართვის ან საქმის მედიატორისათვის გადაცემის მომენტიდან. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს. |
მედიაციის შესახებ article 7 4. მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს. მხარის მიერ სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვა არ მიიჩნევა მედიაციის თაობაზე შეთანხმებაზე უარის თქმად ან დაწყებული მედიაციის შეწყვეტად. 5. მხარეს უფლება აქვს, მედიაციის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მასში მონაწილეობაზე, თუ კანონით ან მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |