FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  4

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გავრცელება.
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო არხებით მიწოდების პროცესი და ქვეყნის შიგნით მათი მიმოქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
    ა) პესტიციდები და აგროქიმიკატები შეიძლება გასხვისებულ ან მიმოქცეულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით, თუ ისინი არ არის ამოღებული ხმარებიდან ან მათი მიმოქცევა შეუზღუდავია;
    ბ) აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, მიმოქცევა, რომლებიც არ არის შეტანილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში;
    გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  4

2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანის ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ხერხი, მიზანი, გამოყენების სახე, დრო, ადგილი, რაოდენობა, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევასა და გამოყენებას , კალენდარული წლის ბოლოს ინფორმაციას აწვდიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს .