FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  50

გარეული ცხოველებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა.
1. გარეულ ცხოველთა სახეობებით , მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ამ კანონის , „საფრთხის წინაშე მყოფი ფაუნის (გარეული ცხოველების ) და ფლორის (ველური მცენარეების ) სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ” კონვენციის (Convention InternationaI Trade in Endangered Species Fauna and FIora- CITES) დებულებებისა და მათ საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .
2. გარეული ცხოველის , მისი დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა . ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას :
    ა ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა , რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას ;
    ბ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  50

გ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად , რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების , ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი ;
    დ ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები ;
    ე ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში , რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე ;
    ვ ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია , რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  50

3. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე , იმპორტზე , რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია , რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ , თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები :
    ა ) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი ;
    ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია.