Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 145 სადისციპლინო საბჭო. 1. სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს: ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად; ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა). 2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. |