Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 6 სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირების მართვისა და კონტროლის ორგანოები. 1. სამომხმარებლო კოოპერატივებს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ნებაყოფლობით გაერთიანდნენ კავშირებად ტერიტორიული, დარგობრივი, პროფესიული და სხვა ნიშნის მიხედვით. კავშირებს ნებაყოფლობით შეუძლიათ შექმნან სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი, რომლის წევრებად შეიძლება სხვა იურიდიული პირების მიღება. 2. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი მისთვის დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე წარმოადგენს და იცავს კოოპერატივისა და მისი წევრების ინტერესებს შესაბამის სახელმწიფო და სხვა ორგანოებში, კოორდინაციას უწევს კოოპერაციული ორგანიზაციების საქმიანობას, ქმნის და ავითარებს საკუთარ წარმოებას. კავშირი პასუხს არ აგებს თავის წევრთა სამეურნეო საქმიანობით ნაკისრ ვალდებულებებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 6 3. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წარმომადგენელთა კრება, ხოლო საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირებისა – ყრილობა. წარმომადგენელთა კრება (ყრილობა) იღებს წესდებას, ირჩევს კავშირის მართვისა და კონტროლის ორგანოებს–საბჭოს და სარევიზიო კომისიას. საბჭოს კრება ირჩევს კავშირის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს – გამგეობას და გამგეობის თავმჯდომარეს. საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წარმომადგენელთა კრების წინაშე, ხოლო წარმომადგენელთა კრებებს შორის პერიოდში– საბჭოს წინაშე. 5. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირების გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან ყრილობის წინაშე, ხოლო ყრილობებს შორის პერიოდში – საბჭოს წინაშე. 6. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი და ცენტრალური კავშირი არიან იურიდიული პირები. |