Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეფერენდუმის შესახებ article 19 სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება. 1. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას. 2. რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობის პერიოდში ცენტრალური სარჩევნო კომისია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას; გ) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და შენახვის წესს; ე) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს; ზ) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებისა და ქმედებათა შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე. |
რეფერენდუმის შესახებ article 19 3. საოლქო საარჩევნო კომისია: ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას, გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; დ) ისმენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; ზ) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 4. საუბნო სარეფერენდუმო კომისია: ა) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებულ უზუსტობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) უზრუნველყოფს კენჭისყრისათვის საჭირო შენობის, ყუთების და ოთახების მომზადებას; ე) რეფერენდუმის დღეს ორგანიზაციას უკეთებს კენჭისყრას; ვ) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს; |