FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  81

გარდამავალი დებულება.
1. სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ.
6. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე ახორციელებს.
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  81

7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი − ინდივიდუალური მეწარმე, სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტის − ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.