Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1631 მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი. 2. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2585 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. |