Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ article 2 ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები. 1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია: ა) ამ საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობა და ფონდის მონაწილეობა მხოლოდ იმ პროექტებში, რომლებშიც სახელმწიფო არაპირდაპირ არის წარმოდგენილი ფონდის მიერ მინორიტარულ წილში, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სხვა ინვესტიციების მოზიდვას; ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად; გ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით. 2. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის: ა) არანაკლებ 3 მილიონი ლარისა; ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა; გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა. 3. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ბ) ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები); გ) ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; დ) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება; |
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ article 2 ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის (გარდა სათამაშო ბიზნესისა) განხორციელება, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით ფარდობითი უპირატესობა აქვს. 4. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებიდან გამონაკლისი შემთხვევების განსაზღვრის უფლებამოსილება. |