Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 26 დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი. 1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. 2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს: ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს; ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას; გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას. |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 26 4. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების ადგილზე შესამოწმებლად. 5. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების არაგეგმური კონტროლი. 6. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. |