Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა. 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით. 4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას : ა ) გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის : ა.ა) პროგრამებისათვის /ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა ) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით ; ა.ბ ) ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ; ა.გ ) საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას ; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს. 11. ამ მუხლის მე -9 ნაწილში მოცემული ინფორმაცია , გარდა იმავე ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა , წარდგენილი უნდა იყოს გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის . 12. ამ მუხლის მე -9 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის . |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 ა.დ ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით . 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს. 61. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვა მისთვის ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ოდენობით. 6-1 ნაწილის საფუძველზე დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების გეგმის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს. |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 8. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს წარედგინება მისი შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი. 81. ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 9. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას : ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ; ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს , ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის /ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით : ბ . ა ) ხარჯები , მათ შორის , შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები ; ბ. ბ ) არაფინანსური აქტივების ზრდა ; ბ.გ ) ფინანსური აქტივების ზრდა ; ბ.დ ) ვალდებულებების კლება ; გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ; დ ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას ; ე ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ; ვ ) სარეზერვო ფონდის მოცულობას ; ზ ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს ; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 77 თ) პრიორიტეტებს , რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს , მათ აღწერას და მიზნებს . 10. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს : ა ) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს ; ბ ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას; გ) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; გ-3.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; დ) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაციას; |