Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოციალური მუშაობის შესახებ article 21 სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა. 1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი. 3. სოციალური მუშაკი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მომსახურების მიწოდების დადგენილი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმებით. |