FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი.
1. სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით ამოწმებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობას.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ:
    ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა;
    ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა;
    გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის;
    დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში, და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

ე) დაკმაყოფილებული არ არის ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის დასადგენად უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით ტარდება ანკეტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ანკეტირებისას წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების შესახებ.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

5. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
6. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.
12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). თავშესაფრის მაძიებელს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  31

13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლისთვის წარმოშობს ამ კანონის 66-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.
14. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.