Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამრეწველო ემისიების შესახებ article 17 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა. 1. თუ საქმიანობა აკმაყოფილებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას გასცემს განაცხადის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 120 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 80 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას სააგენტომ მხედველობაში უნდა მიიღოს: ა) საექსპერტო კომისიის დასკვნა; ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები (შესაბამის შემთხვევაში); გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები; დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის პრევენცია და შერბილება; ე) დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ვ) საქმიანობის/დანადგარის ტექნიკური/ეკონომიკური მახასიათებლები, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული მდგომარეობა, ასევე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასადგენად საჭირო სხვა მონაცემები. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 17 3. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემიდან, გადახედვიდან ან განახლებიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო აღნიშნულ ნებართვას ძალადაკარგულად აცხადებს. 41. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს ამ ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 17 5. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 6. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა არ იყო უზრუნველყოფილი ან სხვაგვარად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. |