Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 14 მცირე პროექტი. 1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო განიხილავს წარდგენილ პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის რეკომენდაციებს. 3. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები. 5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 14 მცირე პროექტი. . 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე პროექტის ფარგლებში დასადები ხელშეკრულება შეიძლება განსახილველად წარედგინოს საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. |