Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 7 ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა. 1. კომპეტენტურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აღრიცხოს და სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამსახურისთვის წარდგენილი და შემდგომი ანალიზისთვის შერჩეული ანგარიშგებების რაოდენობა, აგრეთვე ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპეტენტური ორგანოსთვის გაგზავნილი სამსახურის ანალიზის შედეგების რაოდენობა; ბ) სამსახურის მიერ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის გაგზავნილი, აღნიშნული ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული და დაკმაყოფილებული ინფორმაციის წარმოდგენის ან გარიგების შეჩერების თაობაზე თხოვნების რაოდენობა; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე დაწყებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენისა და გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა; დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე ყადაღადადებული, ამოღებული და ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი ან/და ასეთი ქონების ღირებულება; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილი, მიღებული და დაკმაყოფილებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა; |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 7 ვ) საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების რაოდენობა და სახეობა, გამოვლენილი დარღვევები და განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებები. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს რისკების შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრული დამატებითი სტატისტიკური მონაცემები ან სხვა ინფორმაცია. |