FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მაუწყებლობის შესახებ

article  35

სამეურვეო საბჭოს ანგარიში.
1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
    ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;
    ბ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;
    გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;
    დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;
    ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;
    ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
    ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;
    თ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;
    ი) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;
მაუწყებლობის შესახებ

article  35

კ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
    ლ) შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს.
3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებში.
4. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.